საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის" 2020 წლის კონკურსი გამოცხადდა

17 მარტ 2020
news

ათასწლეულის ფონდი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს - „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის". კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების განათლებას, პროფესიულ განვითარებას და წინსვლას. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე 2020 წლის 31 მაისამდე: kchitashvili@millennium.org.ge

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკაციების მიღება, განხილვა და გადარჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეული კანდიდატები შეხვდებიან კონკურსის კომისიას და კონკურსის ანკეტაში მითითებულ ინფორმაციას წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. 2020 წლის ბოლომდე გაიმართება გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონია.