ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის" გალა დაჯილდოება წელს მესამედ გაიმართა.
ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში:
- საუკეთესო სტუდენტად საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის" კულინარიის ხელოვნების სტუდენტი, ხატია ნადარეიშვილი დასახელდა.
იხილეთ მოკლე ვიდეო ხატიას შესახებ- წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პედაგოგმა, არჩილ ცინცაძემ მოიპოვა.
იხილეთ მოკლე ვიდეო არჩილის შესახებ- 2019 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ნომინაციაში საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ" გაიმარჯვა.
იხილეთ მოკლე ვიდეო კოლეჯის შესახებ- წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი ს.ს. „ენერგო-პრო" დასახელდა.
იხილეთ მოკლე ვიდეო კომპანიის შესახებ