ხშირად დასმული კითხვები - 2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შესახებ:


❔ ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
➡ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ იდეებს. გუნდში მოსწავლეების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ხუთი. კონკურსში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 2005 წლის 2 აპრილიდან - 2009 წლის 1 აპრილის ჩათვლით.

❔ სად უნდა ვნახოთ სააპლიკაციის ფორმა?
➡ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://millennium.org.ge/uploads/MIA_2022_Application_form.docx

❔ როდის უნდა წარვადგინოთ პროექტი?
➡ აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 მარტი, აპლიკაციაში უნდა აღწეროთ ინოვაციური პროექტის იდეა. შევსებული აპლიკაციის ფორმა, უნდა გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: mia@millennium.org.ge

❔ რომელი სფეროდან უნდა იყოს წარდგენილი ინოვაციური პროექტი?
➡ კონკურსში წარმოდგენილი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ექვსი კატეგორიიდან ერთ-ერთს:
1. კოსმოსი და ავიაცია
2. კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება
3. გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება
4. ჯანდაცვა და კვება
5. გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ)
6. რობოტექნიკა

❔ როგორ ხდება პროექტის შეფასება? 

➡ პირველ ეტაპზე ფასდება მხოლოდ აპლიკაციაში აღწერილი პროექტის იდეა. ნახევარ-ფინალურ და ფინალურ ეტაპზე, შეფასება ხდება პროექტის პრეზენტაციის საფუძველზე, მათ შორის ფინალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის პროტოტიპი.


❔ ვინ აფასებს პროექტს?

➡ პროექტების შეფასება ხდება დამოუკიდებელი კომისიის წევრების მიერ, კონკურსის შესარჩევი კრიტერიუმების საფუძველზე. კომისიის წევრები არიან პროფესიონალი, გამოცდილი ექსპერტები სხვადასხვა სფეროებიდან, რომლებსაც აქვთ ინოვაციური პროექტების ანალიზის და შეფასების გამოცდილება.


❔ რა კრიტერიუმით ფასდება პროექტები?

➡ პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: არის თუ არა წარმოდგენილი პროექტი ინოვაციური; არის თუ არა აქტუალური ის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ემსახურება წარმოდგენილი პროექტი; არის თუ არა მოცემული პრობლემის გადაჭრის გზა რელევანტური; და არის თუ არა პროექტი განხორციელებადი კონკურსის ფარგლებში.


❔ შეუძლიათ თუ არა კონკურსში მონაწილეობის მიღება 2014-2021 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილე გუნდებს?
➡ დიახ, ისევ შეუძლიათ, თუ მოსწავლეები არიან სკოლის მოსწავლეები და აკმაყოფილებენ ასაკობრივ კრიტერიუმს. თუმცა, გასულ კონკურსებში წარდგენილი პროექტებით, 2022 წლის კონკურსში მონაწილეობა არ შეიძლება. გუნდებმა უნდა წარადგინონ ახალი, ინოვაციური პროექტები.

❔ სავალდებულოა თუ არა რომ გუნდის წევრები ერთიდაიგივე სკოლის ან კლასის წარმომადგნელები იყვნენ?
➡ არ არის სავალდებულო. გუნდის წევრები შესაძლებელია იყვნენ სხვადასხვა სკოლის და კლასის წარმომადგენლები. მთავარია, ისინი აკმაყოფილებდნენ ასაკობრივ კრიტერიუმებს.

❔ შეიძლება თუ არა ერთზე მეტი ჯგუფი იყოს წარმოდგენილი ერთი სკოლიდან?

➡ სკოლიდან შესაძლებელია ერთზე მეტმა ჯგუფმა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში.


❔ ვინ არის გუნდის ინსტრუქტორი?

➡ თითოეულ გუნდს ჰყავს ინსტრუქტორი. ინსტრუქტორი შეიძლება იყოს მშობელი ან მასწავლებელი, რომელიც ეხმარება გუნდს საორგანიზაციო საკითხებში. ინსტრუქტორი არის საკონტრაქტო პირი, კონკურსის ორგანიზატორებსა და გუნდის წევრებს შორის. ინსტრუქტორის მითითება აპლიკაციაში სავალდებულოა.


❔ ვინ არის გუნდის მენტორი?
➡ მენტორი არის კონკრეტული სფეროს ექსპერტი, რომელიც გუნდს უწევს პროფესიულ კონსულტაციას პროექტზე მუშაობის პროცესში. მენტორის მითითება აპლიკაციაში არის ნებაყოფლობითი ინფორმაცია. შესაძლებელია, გუნდს საკუთარი სურვილის შესაბამისად, არ ჰყავდეს მენტორი.


❔ პროექტების შერჩევისას, იქნება თუ არა გათვალისწინებული გუნდის წევრების გამოცდილება? მაგალითად, ენიჭებათ თუ არა უპირატესობა გუნდებს, რომლის წევრებიც ოლიმპიადების ან პროექტების გამარჯვებულნი არიან?

➡ არა, პროექტების შეფასებისას, გუნდის წევრების სხვა კონკურსებში და პროექტებში მონაწილეობა და შედეგები არ აისახება კომისიის გადაწყვეტილებაზე.


❔ შეუძლიათ თუ არა უცხოელ მოსწავლეებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არ ფლობენ ქართულ ენას, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში?

➡ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.