ნოდარ სურგულაძე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების პროექტის დირექტორის პოზიციას 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებდა. ამჟამად, ის ათასწლეულის ფონდის უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექის დირექტორია.
2008-2012 წლებში ნოდარ სურგულაძე იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და კურირებდა უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.
2006-2008 წლებში ნოდარ სურგულაძე ასრულებდა სსიპ მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობას, ამავდროულად, მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში.
ნოდარ სურგულაძე არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრი ფიზიკაში (ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1995) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი ბიოლოგიაში (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 2001). ნოდარ სურგულაძე 2002-2005 წლამდე მეცნიერ-თანამშრომლის, ხოლო 2008 წელს მიწვეული მკვლევარის რანგში მუშაობდა აშშ-ის პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში; არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი, სამეცნიერო პატენტის მფლობელი; 2004-2006 წლებში იყო სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.