ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 ნახევარფინალისტები ცნობილია

07 აპრ 2021
news

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები ცნობილია. ექსპერტთა დამოუკიდებელმა კომისიამ ნახევარფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები გამოავლინა, კონკურსის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე გასული გუნდები არიან:

1. BRAINS | გარდაბნის რაიონ სოფელ მარტყოფის #1  საჯარო სკოლა

2. ELVES - ელფები | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, მე-6 საავტორო სკოლა, კომაროვის N199 საჯარო სკოლა

3. W.A.T | გურამ დოჩანაშვილის სახელობის საერთაშორისო ქართული სკოლა, თბილისის #52 საჯარო სკოლა

4. კარბონი | თბილისის საერთაშორისო სკოლა

5. ჩარლის ანგელოზები | შპს საერო გიმნაზია შავნაბადა

6. მომავლის ენერგია | ადიგენის სოფელ დერცელის საჯარო სკოლა

7. Qminds | ი. ვეკუას # 42-ე საჯარო სკოლა

8. WiseTime | რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა

9. პატერნი | თბილისის საერთაშორისო სკოლა

10. Memory Effect | კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლა

11. მკვლევარი | ცისიერ დიღმელაშვილის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი, თბილისის #186 საჯარო სკოლა, თბილისის  #161 საჯარო სკოლა

12. ჰიპერბოლოიდი | თბილისის საერთაშორისო სკოლა

13. ოთხი კიტრი | კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199-ე საჯარო სკოლა

14. Revolution | ქუთაისის N4 საჯარო სკოლა, ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა

15. ხელმარჯვე ოსტატები | თბილისის 64-ე საჯარო სკოლა, იტალიური სკოლა „ცისკარი"

16. ფენიქსი | სსიპ ქ. წალენჯიხის N2 საჯარო

17. მწვანე მომავალი | ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემია თბილისში

18. SoSSer Group | გურამ დოჩანაშვილის სახელობის საერთაშორისო ქართული სკოლა, თბილისის #41 საჯარო სკოლა

19. იზოტოპები | რუსთავის N-2 საჯარო სკოლა

20. ჯანდაცვა და კვება | ნინოწმინდის რაიონის სოფელი ფოკის საჯარო სკოლა

21. შირაქი AGRO 2 | დედოფლისწყაროს  რ-ნი ქვემო ქედის საჯარო სკოლა

22. პრიზმა | ფოთის #3 საჯარო სკოლა

23. ანაბასისი | სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი, ზესტაფონი

24. ბარონი მიუნჰაუზენი | თბილისის საერთაშორისო სკოლა

25. ლოგოსი | თბილისი საერთაშორისო აკადემია ლოგოსი

26. Brainstormers | თბილისი 151-ე საჯარო სკოლა

27. Goal Diggers | გორის მუნიც. N4 საჯარო სკოლა, მესტიის მუნიც. ლატალის საჯარო სკოლა, მესტიის მუნიც. სოფ. ფარის საჯარო სკოლა, ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სკოლა-გიმნაზია

28. რეაგენტი | სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის #1 საჯარო სკოლა

29. Safe space | სსიპ წალკის მუნიც. სოფ. საბეჭისის საჯარო სკოლა

30. SQUADRON innovations | რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2021 წლის 25 იანვარს გამოცხადდა. კონკურსი მეშვიდე წელია ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში. პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

ვულოცავთ კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილე გუნდებს და ვუსურვებთ წარმატებას, ხოლო ყველა დანარჩენ მონაწილეს მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.