ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

13 მაი 2022
news

ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2022 ნახევარ-ფინალური ეტაპის შედეგები ცნობილია. ექსპერტთა კომისიამ, კონსენსუსის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული ოცდაათი გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის შეარჩია თორმეტი გუნდი. ფინალისტების შერჩევა მოხდა ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ხაშურისა და ახალციხის სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის ფონდი გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას, რაც შესაძლებლობას მისცემს გუნდებს განავითარონ საკუთარი პროექტები და დასრულებული სახით წარადგინონ კონკურსის ფინალში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2022 წლის ზაფხულში. გუნდები კონკურსის კომისიის წინაშე წარადგენენ დასრულებულ პროექტებს და შედეგად, ექსპერტთა კომისია გამოავლენს გამარჯვებულებს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები:

1. DNG (Developed New Guide) | ახალციხის #5 საჯარო სკოლა, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-Gess, ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესი, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი
2. სამი მალა | ქ. თბილისის 64-ე საჯარო
3. LIGGA | სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-Gess", ქართულ ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი, თბილისის მწვანე სკოლა, ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა გიმნაზია.
4. Firelink | გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია
5.Atemporal | ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ხაშურის N1 საჯარო სკოლა, სენაკის წმ.ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა
6. WIBBA (Without Bad Bacteria) | ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა, IGS - საერთაშორისო ქართული სკოლა, Contemporary Education Academy - CEA, ნიუტონის თავისუფალი სკოლა
7. Mad scientists | ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა, ქალაქ თბილისის N 202 საჯარო სკოლა , ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი
8. Pleiades | თბილისის N199 საჯარო სკოლა
9. E-Novators | კავკასიის ფრანგული სკოლა
10. nos vincere | ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
11. ხუთატომიტი | ილია ვეკუას ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-Gess, International Lyceum "IAPM", სკოლა ოლიმპი
12. GrassTech | ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

კონკურსის ტრადიციული პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და საქპატენტი. 2022 წლიდან, კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა ლიბერთი ბანკი.

ვულოცავთ კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილე გუნდებს და ვუსურვებთ წარმატებას, ხოლო ყველა დანარჩენ მონაწილეს მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.