2016 წელს გამარჯვებული


 

- BP საქართველო - 1996 წლიდან მუშაობს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ენერგიის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მიწოდებაა. პროექტში მრავალი ქართველი დასაქმდა, ასევე გაიცა კომპენსაციები მათზე, ვის საკუთრებაში არსებული მიწების დროებით გამოყენების აუცილებლობა წარმოიშვა მილსადენის მშენებლობის დროს.

 

- ლივინგსტონი - დამოუკიდებელი ციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტო, რომელის საქმიანობა მოიცავს შემოქმედებითი კამპანიების შექმნას, ვებ-დიზაინს, ვებ და მობილური აპლიკაციების დამუშავებას, ბრენდის ჩამოყალიბებას, რეკლამისა და სოციალური მედიის ანალიზს. ლივინგსტონი ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო სააგენტოა კავკასიის რეგიონში და 90-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

 

- თიბისი ბანკი - ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში, რომელიც ემსახურება თითქმის 700,000 მომხმარებელს ოთხ ბიზნეს სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესი და მიკრო. ეს არის ქვეყანაში მეორე უდიდესი ბანკი აქტივების მიხედვით და ბაზრის ლიდერი - საცალო დეპოზიტების სეგმენტში. დაარსების დღიდან თიბისი ბანკმა მიზნად დაისახა საკუთარი წვლილის შეტანა ხალხის საყოველთაო კეთილდღეობაში მთელი საქართველოს მასშტაბით. თიბისი ბანკი არის მრავალი კულტურული და სოციალური პროექტის ინიციატორი და დამფინანსებელი.

 

- ქართული ღვინის ასოციაცია - დაარსდა 2010 წელს, რომელიც აერთიანებს ღვინისა და ღვინის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, იზიარებენ საერთო მოსაზრებებს ქართული ღვინის განვითარების შესახებ.