პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019 წლის კონკურსი 16 მაისს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 9 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. 2019 წელს, ჯამში 41 განაცხადი შემოვიდა. გალა დაჯილდოება 2020 წლის 31 ივლისს გაიმართა.

 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019 წლის გამარჯვებულები გახდნენ:

2019 წლის პროფესიული განათლების სტუდენტი:

 

საუკეთესო სტუდენტად საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის" კულინარიის ხელოვნების სტუდენტი, ხატია ნადარეიშვილი დასახელდა.

იხილეთ მოკლე ვიდეო ხატიას შესახებ

 

 

 

 

 

2019 წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი:

 

წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პედაგოგმა, არჩილ ცინცაძემ მოიპოვა.

იხილეთ მოკლე ვიდეო არჩილის შესახებ

 

 

 

 

 

2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება

 

2019 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ნომინაციაში საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ" გაიმარჯვა.

იხილეთ მოკლე ვიდეო კოლეჯის შესახებ

 

 

 

 

2019 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი

 

2019 წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად ს.ს. „ენერგო-პრო" დასახელდა.

იხილეთ მოკლე ვიდეო კომპანიის შესახებ