2019 წელს გამარჯვებული კომპანიები

 

- სამკერვალო კომპანია ,,ლიდერი", რომელიც ქალაქ გორში ფუნქციონირებს, განსაკუთრებით ეხმარება სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, მარტოხელა დედებს, ე.წ. გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლის მცხოვრებლებს. ყოველთვიურად, თანამშრომლების შემოსავლის 10% მიემართება დაუცველი ქალების დახმარებაზე და მათთვის პროფესიული და არაფორმალური განათლების მიწოდებაზე.

 

- კომპანია ენერგო პრო ჯორჯია - წარმატებით თანამშრომლობს პროფესიული განათლების დაწესებულებებთან, რათა მეტი ახალგაზრდა მოიზიდოს თავის სექტორში, განსაკუთრებული აქცენტით გოგოების დაინტერესებასა და დარგში მოყვანაზე. კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს შეხვედრებს საჯარო სკოლებში, სადაც ხვდება უფროსკლასელებს და მართავს პრეზენტაციებს ტექნიკური დარგების შესახებ. აგრეთვე აწყობს სასწავლო ტურებს მოსწავლეებისთვის კომპანიაში დარგის პოპულარიზაციის მიზნით.

 

- კომპანია ჯეპრა - მომზადებული აქვს საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „პროფესიული თანასწორობა", რომელის მიზანს წარმოადგენს არატრადიციულ პროფესიებში მეტი ქალის ჩართვა და მათთვის მოტივაციის გაჩენა. ახალი თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობენ პროექტებში უფროსს კონსულტანტებთან ერთად, რაც გულისხმობს პროექტის სრულფასოვან წევრობას. შემუშავდა და დაინერგა სექსუალური შევიწროების ანტიდისკრიმინაციული საჩივრის მექანიზმი, რომლის გამოყენება ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია.