პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2022 წლის კონკურსი 11 აპრილს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 31 მაისამდე მიმდინარეობდა. 2022 წელს, ჯამში 51 განაცხადი შემოვიდა. გალა დაჯილდოება 2022 წლის 15 დეკემბერს გაიმართა.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2022 წლის გამარჯვებულები გახდნენ:
2022 წლის პროფესიული განათლების სტუდენტი:
საუკეთესო სტუდენტად კოლეჯ "იკაროსის" კონდიტერიის სტუდენტი, აკაკი ცანკაშვილი დასახელდა.
იხილეთ მოკლე ვიდეო აკაკის შესახებ
2022 წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი:
წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პედაგოგმა, გრიგოლ ფრანგიშვილმა მოიპოვა.
იხილეთ მოკლე ვიდეო გრიგოლის შესახებ
2022 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (აკრედიტირებული)
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა კოლეჯი „იკაროსი", პროგრამით - კულინარიის ხელოვნება.
იხილეთ მოკლე ვიდეო პროგრამის შესახებ
2022 წლის პროფესიული განათლების მომზადება/გადამზადების პროგრამა
პროფესიული განათლების მომზადება/ გადამზადების ნომინაციაში გამარჯვებული გახდა კოლეჯი „ახალი ტალღა", პროგრამით - კერძების მომზადების ტექნოლოგია.
იხილეთ მოკლე ვიდეო პროგრამის შესახებ
2022 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად „პსპ ფარმა" დასახელდა.
იხილეთ მოკლე ვიდეო კომპანიის შესახებკოლეჯი „მოდუსი" - საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის კატეგორიაში.
რუსთავის მუნიციპალიტეტი - უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი - წლის რეგიონული მხარდამჭერი
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA - უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი - წლის საერთაშორისო ინიციატივა
თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი - უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი - წლის საიმიჯო კამპანია
ქეთევან სუჯაშვილი, ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯიდან - უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი - წლის სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი.