2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 11 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, სენაკის, ქუთაისის, ბაღდათის, ბათუმის, მარტვილის და სხვა ქალაქებისა თუ სოფლების სკოლებიდან. 13-17 წლის ასაკის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები კოსმოსის, ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა STEM სფეროებში.

 

კონკურსში 2024 წელს ჯამში 92 პროექტი წარმოადგინა 395 მოსწავლემ. მონაწილეთა 48% ბიჭია, ხოლო 52% გოგო. მონაწილე გუნდები არიან როგორც კერძო (27%) ასევე საჯარო (73%) სკოლებიდან. სკოლების 48% არის რეგიონიდან, ხოლო 52% თბილისიდან.

 

2024 წლის გამარჯვებული გუნდებია:

 

ირველი ადგილი

აშშ საელჩოს პრიზი

NASA- კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამა

გუნდი: MARINEGUARD

როექტი: წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი

 

მეორე ადგილი

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პრიზი

სტენფორდის უნივერსიტეტის რობოტექნიკის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა

გუნდი: STARFISH

პროექტი: ჭკვიანი, ეკომეგობრული თევზის ფერმა

 

მესამე ადგილი

ლიბერთი ბანკის პრიზი

CERN ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში სასწავლო ვიზიტი

გუნდი:           PEST PATROL

პროექტი: Pest Patrol ჭკვიანი დრონი - სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლების დეტექტორი