2013 წლის სექტემბრიდან მაგდა მაღრაძე მუშაობდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ახორციელებდა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონიანი კომპაქტის პროექტების მართვას. 2019 წლის სექტემბრიდან, ის ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. 2019 წლიდან ასევე მუშაობს სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (www.kiu.edu.ge) კანცლერის პოზიციაზე. 2019 აგვისტოდან მაგდა მაღრაძე არის სს "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2008 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე მაგდა მაღრაძე მუშაობდა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს უმაღლესი განათლების მიმართულების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სამხრეთ კავკასიის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე. 2008 წლამდე, დაახლოებით 9 წლის მანძილზე, მაგდა კოორდინირებას უწევდა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ განათლებისა და კულტურის პროგრამებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. მაგდა მრავალჯერ დაჯილდოვდა აშშ-ის მთავრობის მიერ, მათ შორის მიიღო საზღვარგარეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მისიების საუკეთესო თანამშრომლის ჯილდო გამორჩეული მუშაობისთვის და დასახელდა მსოფლიოში აშშ-ის საელჩოების წლის საუკეთესო თანამშრომლად.
1995-98 წლებში მაგდა მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს საწარმოებისა და საბუღალტრო აღრიცხვის რეფორმის პროექტში", სადაც კოორდინირებას უწევდა საბუღალტრო განათლების პროგრამების და ACCA გამოცდების ადმინისტრირებას, ასევე, ევროგაერთიანების დსთ-ის ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების (EU TACIS) და მსოფლიო ბანკის პროექტებში. 1998 წელს მაგდამ დაასრულა სტაჟირება ამერიკულ კომპანია Northern Technologies International Corporation-ში, სადაც აღმასრულებელ დირექტორსა და კომპანიის იურისტებს საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში უწევდა დახმარებას.
მაგდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მიღებული აქვს მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი სამართალმცოდნეობაში და მეორე, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი - მენეჯმენტში. მოცემულ ეტაპზე იგი მარკეტინგის, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტია. მაგდა სწავლობდა გერმანიაში, დანიაში, და აშშ-ში (აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული FLEX 1994-1995 და SABIT 1998 პროგრამები). მაგდა საუბრობს ქართულ (მშობლიური ენა), ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე.