BP საქართველოს ხელმძღვანელი ანა დეივისი საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

19 თებ 2020
news

BP საქართველოს ხელმძღვანელი ანა დეივისი საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული მოწვეული სპიკერების სერიის ფარგლებში. ანა დეივისმა სტუდენტებს საკუთარ გამოცდილება და BP საქართველოს საქმიანობა გააცნო, ასევე ისაუბრა საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე.

ანა დეივისი 2019 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს BP საქართველოს საქმიანობას, რომელშიც  შედის ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიაში გაზის ნავთობსადენის ოპერირება. პროფესიით ინჟინერი, ანა დეივისს აქვს 15 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. ის მუშაობდა მსხვილ საინჟინრო პროექტებზე აზერბაიჯანში, შოტლანდიაში, ნორვეგიასა და კანადაში. ანა ფლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფიზიკაში და აქტიურად ეწევა საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების პოპულარიზაციას. 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს უნიკალური თანამშრომლობის მაგალითს საქართველოს მთავრობას, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და სან დიეგო სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ამ პროგრამის შედეგად, 800-მდე სტუდენტი იღებს ამერიკულ განათლებას საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში.