ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2021 წლისთვის.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2003 წლის 2 აპრილიდან - 2008 წლის 1 აპრილის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად; გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ხუთი.
შევსებული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 12 მარტი, კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.