ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020 წლის ჯილდოს გამარჯვებულები

26 მარტ 2021
news

„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის" 2020 წლის გამარჯვებულები გახდნენ:

 

ფინანსური ორგანიზაცია "კრისტალი" ქალთა გენდერული გაძლიერებისთვის ყველაზე მასშტაბურ ინიციატივას „ბაზ საქართველოს" ახორციელებს, რომლის მიზანია პიროვნული განვითარება და სამეწარმეო და ბიზნეს განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს რაიონებსა და სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის. პროგრამის ფარგლებში - 2020-2024 წლებში, კრისტალის ექსპერტ-ტრენერების დახმარებით 2,500-ზე მეტ ქალს ექნება წვდომა ცოდნაზე, მეწარმეობაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე. "კრისტალი" სხვადასხვა რეგიონალურ სათემო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ასევე ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების სოციო-ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი. ქალ თანამშრომელთა გაძლიერებისთვის კი ორგანიზაციაში განხორციელა ქალთა მენტორობის პროგრამა.

 

კომპანია „ჯეპრა" იმ კომპანიების ხუთეულშია, რომელმაც 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით პირველები გახდნენ ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერნი და შეიმუშავეს WEPs -ის სამოქმედო გეგმა. კომპანიის ხელმძღვანელი არის ქალი და მენეჯერულ პოზიციებზე ქალების პროცენტული მაჩვენებელი აღემატება კაცების პროცენტულ მაჩვენებელს. თანამშრომელ ქალთა განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს ტრენინგებისა და მენტორობის სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც გენდერულ საკითხებს, ასევე ზოგად მიმართულებებს კონსალტინგის, კრიზისების მართვის, საკომუნიკაციო კამპანიების წარმოების, მედია დაგეგმარების, ბრენდინგის და სხვა მრავალი საკითხის სწავლებას.

 

აჭარა ჯგუფი გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Impact) ინიციატივის წევრი და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერია, რომლისთვისაც ყველა დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევა ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანიამ ქალთა გაძლიერების პრინციპების ინტეგრირება მოახდინა ბიზნესის ფასეულობებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ამჟამად, კომპანიის გუნდში შემავალი ყველა კომპანიის გენერალური მენეჯერი ქალია.