საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალისტები

20 თებ 2020
news

ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2019-2020 ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. ექსპერტთა ჟიურიმ კონსენსუსის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული ოცდათორმეტი გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის შეარჩია თორმეტი გუნდი. ფინალისტების შერჩევა მოხდა ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები:

- მკვლევარი - ეკოლოგიური ნეფელომეტრი | ცისიერ დიღმელაშვილის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი, საგარეჯო და თბილისის 186-ე საჯარო და 161 საჯარო სკოლა

- NaNo ანუ ათიმინუსცხრა -  სათბობური გენერატორების ინოვაციური კატალიზატორის მიღება და თვისებების გამოკვლევა | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, თბილისი და სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლა

- მეტანოია - უნივერსალური  მოწყობილობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, თბილისი; სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა გიმნაზია და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, თბილისი

- დათვის ბელები - მზის ელემენტების ეფექტურობის  გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, და სკოლა ალბიონი, თბილისი

- მედეორი - ულტრაბგერული მდგარი ტალღის მეთოდით მკურნალობა და ინოვაციური SMART ტექნოლოგიით მონიტორინგი პარკინსონის დაავადებაზე | ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი"; QSI International School of Tbilisi, თბილისის 175-ე საჯარო სკოლა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, თბილისი

- SPECTRUM - მცენარეთა ფოთლების სპექტრალური ანალიზი კულტურული და სარეველა მცენარეების განვითარებისთვის ოპტიმალური დიაპაზონის გამოსავლენად | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა, თბილისი

- INVENTAS - კურკუმინის ამინომჟავებთან ურთიერთქმედების პროდუქტების  გარდამავალ  მეტალებთან კომპლექსების მიღება და მათი ანტიბაქტერიული და დეტოქსიკაციური თვისებები | თბილისის #87 საჯარო სკოლა და საერო გიმნაზია „შავნაბადა", თბილისი

- GoGeoGo - ანდროიდ მობილური აპლიკაცია | ახალციხის #1 საჯარო სკოლა, ახალციხე

- ატომი - ტალღების ენერგია | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, თბილისი, ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვები" და ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი"

- helIOS - ჭკვიანი ჰელიო სისტემა | ი. ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლა. თბილისი

- იოკოსი (IOKOS) - ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის დონის მონიტორინგი დიდ და სამრექველო ქალაქებში და ნაგვის უტილიზაციის ინოვაციური საშუალებების დანერგვა | ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა, რუსთავი

- დიდოსტატის მარჯვენა - AntyTsystem | ქ. თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლა, თეთრიწყარო.