პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეხუთედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.
გამარჯვებულები ხუთ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდებიან და ასევე, ორი სპეციალური ჯილდო გაიცემა საქართველოს პარლამენტისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
2022 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში:
- წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
- წლის პროფესიული მომზადება - გადამზადების პროგრამა
- წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
- წლის პროფესიული განათლების სტუდენტი
- წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
- საქართველოს პარლამენტის სპეციალური ჯილდო - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა
- პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური ჯილდო (შემდეგ ქვე-კატეგორიებში: პროფესიული განათლების წლის საერთაშორისო ინიციატივა, წლის სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი, წლის რეგიონული მხარდამჭერი, წლის საიმიჯო კამპანია და წლის სამეწარმეო ინიციატივა).
პროფესიული განათლების 2022 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსო განაცხადების მიღება შესაძლებელია ფონდის ვებ-გვერდზე https://millennium.org.ge/geo/aplication_122
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 მაისი.