ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2024 წლის ნახევარფინალისტები ცნობილია

21 მაი 2024
news

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-18 წლის სკოლის მოსწავლეებს.  

 

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM), რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში  მიიღონ განათლება. 

 

კონკურსში 2024 წელს ჯამში 92 პროექტი წარმოადგინა 395 მოსწავლემ. მონაწილეთა 48% ბიჭია, ხოლო 52% გოგო. მონაწილე გუნდები არიან როგორც კერძო (27%) ასევე საჯარო (73%) სკოლებიდან. სკოლების 48% არის რეგიონიდან, ხოლო 52% თბილისიდან.

 

კონკურსის დამოუკიდებელმა ჟიურიმ განიხილა და შეაფასა პროექტები და გამოვლინა შემდეგნი ნახევარფინალისტები:

 


  • Agroniceye
  • BEES
  • Bi-Stable
  • Carbon X
  • Cowboys
  • DIDOSTATI
  • Girls in Agro
  • GreenTech
  • Hygea
  • Interstellar
  • MarineGuard
  • MEDRON
  • Pest Patrol
  • ROCKEDEPTH
  • Smart Parking
  • SOLEA
  • SOSonic
  • StarFish
  • Techno Vision
  • THE VOID
  • VisionAid
  • Voyager
  • Waste Crusaders
  • XYZ
  • ანაბასისი
  • ენერგიული მომავალი
  • კარლსონი
  • მომავლის ენერგია
  • ნეპტუნი


 

ნახევარფინალში გადასულ გუნდებთან ივნისში ჟიურის შეხვედრა და პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი. კონკურსს ჰყავს პარტნიორი ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სექტორიდან, რომლებიც კონკურსანტებისთვის სხვადასხვა პრიზებს აწესებენ.
 
კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება.  

 

კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დარგის ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური.  

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგვეხმიანეთ mia@millennium.org.ge ან ტელ.: +995 591 21 82 82.