ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2024 წლის ფინალისტების პრეზენტაციები გაიმართა

14 ოქტ 2024
news

2024 წლის 11 ოქტომბერს ათასწლეულის ინოვაციის 2024 წლის კონკურსის ფინალისტი გუნდები კონკურსის დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე წარსდგნენ და შექმნილი პროტოტიპები წარადგინეს.

2024 წლის ფინალისტი გუნდები და მათი წარმოდგენილი პროექტებია:

კარლსონი

G-AID - ხელოვნურ ინტელექტზე და მწვანე ენერგიაზე მომუშავე დედამიწის რელიეფის შემსწავლელი დრონი.

პროექტის მიზანია, ავტომატური დრონის საშუალებით ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მოსალოდნელი მძიმე შედეგების მაქსიმალურად შემცირების ხელშეწყობა.

ანაბასისი

ავტომატური სათბური  ბოსტნეულისათვის

პროექტის მიზანია, ბოსტნეული კულტურებისათვის სასიცოცხლო პირობების შექმნა ხელოვნურ გარემოში და ჯანსაღი პროდუქტების მიღება.

TECHNOVISION

PreVision

პროექტის მიზანია უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გახადოს ტანსაცმლის და ძვირადღირებული საიუველირო ნაწარმის მორგება, მოზომვა და დათვალიერება. 

PEST PATROL

Pest Patrol ჭკვიანი დრონი - სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლების დეტექტორი

 

პროექტის მიზანია ხელი შეუშალოს სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლების მასობრივ გავრცელებას.

BEES

ფუტკრის შხამის მიღების მართვის პროცესი და კონტროლი

 

პროექტის მიზანია, შენარჩუნდეს შხამის ამოღების ეფექტურობა ფუტკრის დაღუპვის გარეშე.

MARINEGUARD

წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი

პროექტის მიზანია უპილოტო ნავის შექმნა, რომელიც: მოახდენს საზღვაო წყლების მონიტორინგს, ჩაღვრილი ნავთობის აღმოჩენის მიზნით; ავტომატურად მოახდენს აღმოჩენილი ნავთობით დაბინძურებული არეალის გასუფთავებას, სპეციალური ფილტრებით; ამოღებულ ნავთობს თავს მოუყრის სპეციალურ კონტეინერში. კონტეინერის გავსების შემთხვევაში და ავტომატურად დაცლის სანაპიროზე მოთავსებულ სპეციალურ ავზში. 

 

STARFISH

ჭკვიანი, ეკომეგობრული თევზის ფერმა

პროექტის მიზანია, სათევზაო ინდუსტრიის ხელშეწყობა, ავტომატურად მართვადი და ეკომეგობრული მიდგომის დანერგვით.

DIDOSTATI

ზედა კიდურის პროთეზი

 

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს დაეხმაროს ჩვეული ცხოვრების წესის დაბრუნებაში.

 

GREEN TECH

VibrantGreenHouse

პროექტის მიზანი აგროკულტურის  მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაა შესაბამისი აღჭურვილობის საშუალებით.

 

BI-STABLE

კარბონის ნანოკომპოზიტიდან ორმაგი პოტენციალური ორმოიანი ბისტაბილური კინემატიკური წყვილის მიღების ტექნოლოგია

პროექტის მიზანია კარბონის კომპოზიტური მასალების წარმოების ზრდა, წარსულში მისი ძალიან მაღალი ფასის შემცირება და შედეგად, მისი გამოყენება არა მხოლოდ კოსმოსური აპარატების, არამედ, სხვადასხვა ტექნიკის დასამზადებლად.

GIRLS IN AGRO

WeedZapper

 

პროექტის მთავარი მიზანია აგრონომების დახმარება მარტივად მოაშორონ მცენარეებს სარეველები.

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში 2024 წელს ჯამში 92 პროექტი წარმოადგინა 395 მოსწავლემ. მონაწილეთა 48% ბიჭია, ხოლო 52% გოგო. მონაწილე გუნდები არიან როგორც კერძო (27%) ასევე საჯარო (73%) სკოლებიდან. სკოლების 48% არის რეგიონიდან, ხოლო 52% თბილისიდან.

2024 წლის კონკურსის გამარჯვებული გუნდები დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან, რომელიც ზამთარში იგეგმება და თარიღს გაცნობებთ უახლოეს პერიოდში.

კონკურსის შესარჩევი ეტაპების შედეგად, გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი, რომელიც წარმოადგენს პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში.  პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობს აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე, მონაწილეობენ საერთაშორისო STEM პროექტებში, ხოლო ფინალისტი გუნდები ჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.  

კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.