ამერიკული კომპანია Lineate ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორი და მხარდამჭერი ხდება. თანამშრომლობის ფარგლებში Lineate ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეებისთვის დააწესებს სხვადასხვა პრიზებს, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას და STEM დარგებში მომავალი სპეციალისტების ჩამოყალიბებას.
Lineate-ი აშშ-ში დაფუძნებული საერთაშორისო ტექ-კომპანიაა, 18-წლიანი გამოცდილების პერიოდში დაეხმარა რთულ მონაცემებთან დაკავშირებულ გამოწვევების გადალახვაში, ისეთ საერთაშორისო კომპანიებს, როგორიცაა New York University, ebay, VISA, Warner Music,The Boston Globe და სხვა. კომპანია სპეციალიზებულია კომპლექსური პროგრამული პრობლემების გადაჭრაში ამბიციური კომპანიებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ გამოიყენონ მონაცემთა მასიური ნაკადი და გარდაქმნან ისინი კონკურენტულ უპირატესობად.
კომპანიის შესახებ დეტალები იხ.: www.lineate.com