2024 წლის 27-28 ნოემბერს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ნახევარფინალი გაიმართა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ ჯილდოს წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსზე წელს სხვადასხვა კატეგორიაში 80-მდე განაცხადია წარმოდგენილი. დარგის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ შემოსული განაცხადები შეაფასა და ნახევარფინალისტები შეარჩია, ხოლო 27-28 ნოემბერს შეხვედრა და გასაუბრება გამართა ფინალისტების გამოსავლენად.
2024 წლის ფინალისტებია:
პროფესიული განათლების პროგრამა
· სსიპ კოლეჯი "ფაზისი"
ელექტროობა
· სსიპ კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“
ინდუსტრიული დიზაინის შესრულება
· სსიპ კოლეჯი „ლაკადა“
კედლის დაფარვის სამუშაოები
პროფესიული განათლების ბიზნესპარტნიორი
· ამერიკული ჰოსპიტალი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
· სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი
· სს "ლიბერთი"
18-ზე მეტი პარტნიორი კოლეჯი
პროფესიული განათლების მასწავლებელი
· ტიტე ბოლქვაძე
საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA, თბილისი
· ირაკლი რობაქიძე
სსიპ კოლეჯი “იბერია”, ქუთაისი
· გურამ დავითლიძე
სსიპ კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, თბილისი
პროფესიული განათლების სტუდენტი:
· ალექსანდრე ფირცხალაიშვილი
ა(ა)იპ კოლეჯი “ჰორიზონტი”, ოზურგეთი, გურია
· მარიამ ჩხაიძე
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აჭარა
· ელენე ნინო მაისურაძე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.
ჯილდოს ორგანიზატორია ათასწლეულის ფონდი, გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ჯილდოს მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოში ისრაელის საელჩო და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ძირითადი კატეგორიებია:
1. წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
2. წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
3. წლის პროფესიული განათლების სტუდენტი
4. წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
2024 წელს სპეციალური პრიზები დააწესეს:
· საქართველოს პარლამენტმა - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის;
· პროფესიული უნარების სააგენტომ - დამსაქმებელთან და ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკისთვის;
· საქართველოში ისრაელის საელჩომ;
· საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პროფესიული განათლების წლის სტუდენტისთვის.
პროფესიული განათლების 2024 წლის დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის დასაწყისში გაიმართება, სადაც წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ქალბატონ ნინო ჯაფარიძეს, ტელ.: +995 591 21 82 82, ელფოსტა: tvet@millennium.org.ge