კომპანია „სელფსა“ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს შორის დადებული ხელშეკრულებით „სელფი“ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მხარდამჭერი ხდება.
თანამშრომლობის ფარგლებში სელფი უზრუნველყოფს კონკურსის სპონსორობას, მონაწილეთა მიერ შექმნილი ინოვაციების წახალისებას და ახალგაზრდა ინოვატორების ხელშეწყობას.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება და მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, საინჟინრო-საბუნებისმეტყველო (STEM) დარგებში შეიმუშაონ და წარმოადგინონ ინოვაციური პროექტები.
13-დან 17 წლამდე მოსწავლეებს შეუძლიათ გუნდების ფორმირება და პროექტების წარდგენა შემდეგ კატეგორიებში:
· კოსმოსი და ავიაცია
· კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება
· გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება
· ჯანდაცვა და კვება
· გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ)
· რობოტექნიკა
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM), რაც ზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში მიიღონ განათლება.
პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას მეცნიერებით და ინოვაციებით.
კონკურსის შერჩევითი ეტაპების შედეგად გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ განსაკუთრებულ პროექტებს ინოვაციისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში.