2025 წლის 3-4 ივლისს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2025 წლის ნახევარფინალი გაიმართა. ნახევარფინალისტებმა კონკურსის ჟიურის წინაშე წარმოადგინეს პროექტები. შედეგად ჟიურიმ შეარჩია თორმეტი ფინალისტი გუნდი.
ფინალისტი გუნდები მიიღებენ დაფინანსებას ათასწლეულის ფონდისგან, წარმოდგენილი პროექტების პროტოტიპების შესაქმნელად.
2025 წლის შემოდგომაზე გაიმართება ფინალი. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები კონკურსის ჟიურის წარუდგენენ პროტოტიპებს. ჟიური შეაფასებს და შეარჩევს 2025 წლის გამარჯვებულებს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (STEM) დარგებში.
ვულოცავთ 2025 წლის ფინალისტებს და წარმატებას ვუსურვებთ კონკურსის ფინალურ ეტაპზე!
2025 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდებია:
|
გუნდი |
პროექტის დასახელება და მიზანი |
|
ArchiGuard |
შენობებისა და ხიდების მონიტორინგის სისტემა პროექტის მიზანია შექმნას ხელმისაწვდომი, ზუსტი და რეალურ დროში მოქმედი სისტემა, რომელიც შეძლებს ხიდებისა და შენობების დეფორმაციების უწყვეტ მონიტორინგს. |
|
Armmo |
ტარებადი ეგზოსკელეტი პოსტინსულტური, მოტორული დარღვეული ფუნქციების აღსადგენად
პროექტის მიზანია შეიქმნას ტარებადი ეგზოსკელეტი, რომელიც განკუთვნილია ინსულტის ან ფიზიკური ტრავმის შედეგად დაზიანებული ზედა კიდურის ფუნქციონალის ეტაპობრივი აღდგენისათვის. მოწყობილობა უზრუნველყოფს ზუსტ და კონტროლირებად მოძრაობებს, რაც აუცილებელია ნერვულ-კუნთოვანი კავშირის ხელახლა გასააქტიურებლად. |
|
Beetkar |
ბიტკარი/Beetkar
პროექტის მიზანია მეფუტკრეობაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში მავნებლის - ფუტკრის ტკიპა ვარვას - დროული აღმოჩენა და ეფექტური მართვა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
|
|
Clusters |
RescuedBy
პროექტი RescuedBy მიზნად ისახავს დრონებზე დაფუძნებული, ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული საძიებო-სამაშველო სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს დაკარგული ადამიანების სწრაფ და ეფექტურ აღმოჩენას რთულად მისადგომ რეგიონებსა და კატასტროფის ზონებში. |
|
Innovation Initiators |
MistCharge
პროექტი მიზნად ისახავს წყლის მოპოვების ეფექტიანობის გაზრდას ელექტროსტატიკური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ეფუძნება MIT-ის მიერ შემუშავებულ პრინციპს: Electrostatically driven fog collection using space charge injection. |
|
Markshaders |
კედლის ბზარების მონიტორინგის სისტემა პროექტი მიზნად ისახავს კედლის ბზარების მონიტორინგის ავტომატური სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ბზარების სიგანისა და სიღრმის ცვლილებების დაფიქსირებას ლაზერული მანძილმზომის საშუალებით მილიმეტრის სიზუსტით. სისტემა რეალურ დროში აგროვებს, ინახავს და ამუშავებს მონაცემებს, ქმნის გრაფიკულ დიაგრამებს დროის ცვლილებების მიხედვით და შესაძლო საფრთხის შემთხვევაში ავტომატურად გზავნის შეტყობინებებს სერვერზე, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს შესაბამის სტრუქტურებს. |
|
Optiguide |
OptiGuide - ოპტიკური მეგზური
პროექტის მიზანია თავზე დასამაგრებელი სმარტ (ჭკვიანი) მოწყობილობის შექმნა, რომელიც დაეხმარება მხედველობაშეზღუდულ პირებს სივრცეში უკეთ ორიენტაციისთვის. |
|
PAWs |
PAWS (Predictive Animal Wellness System)
PAWS-ის მიზანია ძაღლებში პოტენციური პრობლემური მდგომარეობების დროული აღმოჩენა, რაც პატრონს საშუალებას აძლევს დროულად მოახდინოს რეაგირება. PAWS უზრუნველყოფს ისეთი სიმპტომების გამოვლენას, როგორიცაა არაბუნებრივი ქცევა, სუსტი რეაქცია, თერმული გადახურება, ენერგიის კლება, ეპილეფსიური შეტევა ან ინფექციური დაავადებების საწყისი სტადია. აპლიკაცია ინახავს ყველა მონაცემს, აანალიზებს ქცევით ცვლილებებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ეხმარება პატრონს პროგნოზში და პრევენციაში. |
|
RiskTrackers |
სტიქიური კატასტროფების ადრეული მონიტორინგისა და კვლევის სისტემა
პროექტის მიზანია შეიქმნას მონიტორინგის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც მეწყერსაშიშ ზონებში ნიადაგის გადაადგილებისა და ნალექიანობის მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებს მეწყერის, წყალმოვარდნისა და ხეობებში წყლის დაგუბების საფრთხეების დროულად პროგნოზირებას. სისტემა რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას ქანების მოძრაობისა და ჰიდროლოგიური ცვლილებების შესახებ, რაც აუცილებელია ადამიანური და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად. |
|
Swish |
მეთევზის ჭკვიანი მოწყობილობა და მულტიფუნქციური აპლიკაცია
პროექტის მიზანია ჭკვიანი მოწყობილობის შექმნა, რომელიც ცურავს წყალში და ის ზომავს გარემოს სხვადასხვა პარამეტრს, აგროვებს მონაცემებს და გადასცემს მათ მობილურ აპლიკაციას. აპლიკაცია ამუშავებს მოწყობილობით მიღებულ ინფორმაციას და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მეთევზეს აძლევს წარმოდგენას, თუ როგორი შეიძლება იყოს დღევანდელი თევზაობა — რამდენად ხელსაყრელია გარემო პირობები, რა სიხშირით ფიქსირდება თევზის მოძრაობა, არსებობს თუ არა საფრთხე ან დაბრკოლება და რამდენად ღირს თევზაობის დაწყება ამ ადგილას. |
|
Verdex |
AI-ოპტიმიზირებული ჰიდროპონიკული სისტემა პროექტის მიზანია ვერტიკალურ ჰიდროპონიკულ ეკოსისტემის შექმნა, რომელიც მცენარეების გაზრდას ახორციელებს მიწის ნაცვლად წყლის საშუალებით, რომელიც გამდიდრებულია საჭირო მინერალებითა და საკვები ნივთიერებებით, რაც მცენარეს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად განვითარდეს და ნაყოფი მიიღოს მოკლე ვადაში. |
|
Xtinguishers |
„BlazeSense - your sixth sense in the smoke"
პროექტის მიზანია მეხანძრეების სამუშაო პირობების გაუმჯობესება და მათთვის კვამლიან გარემოში ნავიგაციის გაადვილება. ხანძრის დროს წარმოქმნილი კვამლი მნიშვნელოვნად ზღუდავს მხედველობის არეალს, რაც მეხანძრეებს ხელს უშლის გადაადგილებაში, ართულებს სივრცეში ორიენტაციას და აფერხებს ადამიანების დროულად, უსაფრთხოდ აღმოჩენასა და გადარჩენას. ინოვაცია აღნიშნული პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. |