2025 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

13 თებ 2026
news

12 თებერვალს, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2025 წლის გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ:

§  წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი

მარიამ მიქაძე, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „ფანასკერტელი“, პროგრამა - საექთნო საქმე

 

§  წლის პროფესიული განათლების სტუდენტი

შორენა შონია, სსიპ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის პროგრამა - სამკერვალო წარმოება

 

§  წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი

შპს „ტრანსფორდი“ - პეის ჯგუფი

 

§  წლის პროფესიული განათლების პროგრამა

სსიპ კოლეჯი „მოდუსი“, პროგრამა „მეხუთე დონის სკოლამდელი აღზრდა - აღმზრდელი“

 

სპეციალურ საპრიზო კატეგორიებში, 2025 წლის გამარჯვებულებია:

 

საქართველოს პარლამენტის პრიზი

ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა

გამარჯვებულია კოლეჯი “ახალი ტალღა”

 

საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი გადაეცა  

საბა ფუთურიძეს, კოლეჯი ფაზისის პროგრამა “სასტუმრო მომსახურება“ სტუდენტს

 

პროფესიული უნარების სააგენტოს პრიზი

პროფესიული განათლების მომზადება/გადამზადების პროგრამა

გამარჯვებულია "შპს გორგია” 

პროგრამა “თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მოწყობა”

 

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სპეციალური ჯილდო პროფესიულ განათლებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცა ოთარ ხაჯიშვილს, სსიპ კოლეჯი „ბლექსის“ ელექტროობის პროგრამის მასწავლებელს.

 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, ისრაელის საელჩო საქართველოში და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:  ნინო ჯაფარიძე, კონკურსის კოორდინატორი, ტელ.: 591 21 82 82, ელფოსტა: tvet@millennium.org.ge