ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2026 წლისთვის.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის (STEM) დარგებში.
პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ.), რობოტექნიკა.
2026 წლის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2009 წლის 1 მაისიდან - 2013 წლის 1 მაისის პერიოდში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ოთხი. გუნდის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც ერთი საჯარო ან კერძო სკოლიდან ან სხვადასხვა სკოლებიდან. კონკურსზე წარდგენილი პროექტი არ უნდა იყოს წარდგენილი სხვა კონკურსში.
კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური. პირველ ადგილზე გასული გუნდი 2027 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს საზაფხულო სკოლაში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM ბანაკებში ანდა დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.
კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი. კონკურსის ფინალისტებს სხვადასხვა პრიზს გადასცემენ კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ივნისი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ და იმეილზე mia@millennium.org.ge გამოგზავნოთ განაცხადის ფორმა.
კონკურსის ინსტრუქციები და განაცხადის ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე.
შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით: ნინო ჯაფარიძეს, კონკურსის კოორდინატორი, ტელ.: +995 591 218282, ელ-ფოსტა: mia@millennium.org.ge