2026 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა

11 ივნ 2026
news

 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის კონკურსი გამოცხადდა.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება. ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდი.

წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ძირითად კატეგორიაში:

·       წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

·       წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი

·       წლის პროფესიული განათლების სტუდენტი

·       წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი

 

ჯილდო ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ჯილდოს პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტი, საქართველოში ისრაელის საელჩო, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციები.

სპეციალური პრიზები გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:

  • საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა
  • საქართველოში ისრაელის საელჩოს პრიზი
  • საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრიზი

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 სექტემბერი.

კონკურსის სახელმძღვანელო და განაცხადის ფორმები იხილეთ:  Millennium - სააპლიკაციო ფორმა 

შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ქ-ნ ნინო ჯაფარიძეს, +995 591 21 82 82, tvet@millennium.org.ge