2016 წლიდან, ათასწლეულის ფონდი ორგანიზებას უწევს ყოველწლიურ კონკურსს - ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების განათლებას, პროფესიულ განვითარებას და წინსვლას.
კონკურსის ფარგლებში ვლინდება კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საუკეთესო პრაქტიკით, რაც გამოიხატება კარიერული წინსვლისა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მაგალითებით.
ბოლო ოთხი წლის მანძილზე, კონკურსში 180-ზე მეტ კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული. გამარჯვებულ კომპანიებს შორის არიან ბანკები, უნივერსიტეტები, სადაზღვევო და სატელეკომუნიკაციო კომპანიები, სასტუმრო და სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლები, ღვინის მწარმოებლები და ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები.
ბევრი კომპანიისთვის კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის" იქცა ერთგვარ კატალიზატორად ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების პრაქტიკაში დანერგვისთვის და გენდერული თანასწორობის მისაღწევად პოლიტიკის შემუშავებისთვის.
ინფორმაცია წინა წლის კონკურსების შესახებ იხილეთ: