ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგების და ინოვაციების პოპულარიზაციას საქართველოს უფროსკლასელ ახალგაზრდებში.
კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება და აძლევს მოზარდებს შესაძლებლობას, შეიმუშაონ და წარმოადგინონ ინოვაციური პროექტები საინჟინრო-საბუნებისმეტყველო (STEM) დარგებში. 13-დან 17 წლამდე მოსწავლეებს შეუძლიათ გუნდების ფორმირება და პროექტების წარდგენა შემდეგ კატეგორიებში:
· კოსმოსი და ავიაცია
· კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება
· გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება
· ჯანდაცვა და კვება
· გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ)
· რობოტექნიკა
კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ექსპერტთა ჟიური.
კონკურსის შერჩევითი ეტაპების შედეგად გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ განსაკუთრებულ პროექტებს ინოვაციისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭირდო თანამშრომლობით.
კონურსის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.
კონკურსს ჰყავს პარტნიორი ორგანიზაციები და მხარდამჭერები, რომლებიც სხვადასხვა პრიზებით აჯილდოებენ ფინალისტებს და გამარჯვებულებს.
კონკურსში დაარსებიდან დღემდე 4,000-მდე მოსწავლეს აქვს მასში მონაწილეობა მიღებული საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონიდან.
2026 წლის კონკურსის შესახებ დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულზე.
შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: +995 591 21 82 82.
2025 წლის გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე აქ.