2025 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მერვედ ჩატარდება. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდი. ჯილდო ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
ჯილდოს პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოში ისრაელის საელჩო და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ძირითად კატეგორიაში:
· წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
· წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
· წლის პროფესიული განათლების სტუდენტი
· წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
სპეციალური პრიზი და ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:
· საქართველოს პარლამენტის სპეციალური ჯილდო - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა
· პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური ჯილდო - პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამა
· საქართველოში ისრაელის საელჩოს პრიზი
· საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრიზი
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 22 სექტემბერი.
ჯილდოს კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ: https://millennium.org.ge/geo/projects/detailed/6
შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ქ-ნ ნინო ჯაფარიძეს (+995 591 21 82 82, tvet@millennium.org.ge).