პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით ჩატარდება. ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდი.
2026 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ძირითად კატეგორიაში:
· წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
· წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
· წლის პროფესიული განათლების სტუდენტი
· წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
ჯილდო ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
ჯილდოს პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტი, საქართველოში ისრაელის საელჩო, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციები.
სპეციალური პრიზები გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 სექტემბერი.
კონკურსის სახელმძღვანელო და განაცხადის ფორმები იხილეთ შემდეგ ბმულზე.
შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ქ-ნ ნინო ჯაფარიძეს, +995 591 21 82 82, tvet@millennium.org.ge